სასწავლო
პროექტის გეგმა
1.
პროექტის სახელწოდება - ,,ენაი შემკული და კურთხეული’’;
2.
პროექტის მთავარი იდეა/თემა/ 1-2 წინადადებით - მოსწავლეები
მოაწყობენ მიზნობრივ მსვლელობას, მცირე ექსპედიოციას ქალაქის ტერიტორიაზე; დააკვირდებიან
აბრა-ფირნიშებისა და წარწერების ენას, რა მდგომარეობაა ენის სიწმინდის დაცვის თვალსაზრისით
საზოგადოებაში;
3.
პროექტის აქტუალობა- ენობრივი ინტელექტის განვითარება
მოსწავლეებში;
4.
პროექტის მიზანი - კვლევისა და კრიტიკული აზროვნების
განვითარება;
5.
მონაწილეთა
ასაკი - მე-10 კლასი / 16-17 წლის/
6.
ვადები/ხანგრძლივობა - 2 აკადემიური კვირა;
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაცშეიძლება შეიქმნას-
მოსწავლეები შეაგროვებენ კონკრეტულ ფაქტებს, სადაც ირღვევა ენობრივი ნორმები, განიხილავენ,
გაუკეთებენ კლასიფიკაციასა და კვალიფიკაციას;
8.
პროექტისათვის საჭირო რესურსები-ფოტოაპარატი, წიგნაკი,
ორთოგრაფიული და უცხო სიტყვათა ლექსიკონები;
9.
პროექტის მსვლელობა/ძირითადი აქტივობები: დაგეგმვა,
საველე სამუშაო, პრეზენტაცია, შეფასება;
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უკავშირდება უცხო ენებს, რამდენადაც
ხშირია უცხოური წარწერების არასწორი ფორმების გამოვლენა;
11. პროექტის
ხელმძღვანელი/მასწავლებელი ნინო ტონია;
12. ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა - ninotonia@gmail.com;
13. პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი-tonianino@blogspot.com
No comments:
Post a Comment